ნათია ფანჯიკიძე – ”არავის გვინდა და გვაწყობს გადატრიალება და ქაოსი, ყველას გვინდა და გვაწყობს სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება”

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

”ოცნების მომხრეთა მესიჯებს შორის გაჩნდა ახალი, – “რა კარგი კაცია დადუნაშვილის მამა, ჩუმად და ღირსეულად გლოვობს.” რათქმაუნდა ორივე მგლოვიარე მამა ერთნაირად კარგი კაცია და ჩვენი ყველას ერთნაირი ტკივილია, ვისაც ადამიანობაზე პრეტენზია გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ “საოცნებო” პარალელის ქვეტექსტია, – ვინც ხმას იღებს და სამართალს ითხოვს, ურჩი და ცუდი კაცია, ვინც “ჭკვიანად იქცევა” კარგი კაცი. ნაციონალების დროს გახსოვთ ალბათ, რა “ცუდი ქალი” იყო ირინა ენუქიძე, იმ აზრის დამკვიდრებასაც კი ცდილობდნენ “ნარკობარიგააო”, რომ აღარ შეგვცოდებოდა. რაც მეტი ასეთი მესიჯი ჩნდება, მით უფრო თვალნათელია, რა უსამართლო გარემოში ვცხოვრობთ, სადაც სამართლის მოთხოვნაც კი დანაშაულად გვეთვლება. სამართლის სისტემა უნდა დაინგრეს და თავიდან აეწყოს. კარგი და პატიოსანი იურისტი ნამდვილად ძალიან ბევრი გვყავს. ავირჩიოთ სერიოზული, სოლიდური ხალხი, ვინც თავის პროფესიას თავისი პიროვნული ღირსების ნაწილად აღიქვამს. სამართლიან გარემოში ადამიანები ოპტიმისტურები, გამბედავები, თავდაჯერებულები, მიზნებისკენ და გეგმებისკენ მოტივირებული, მხრებში ლაღად გაშლილები ხდებიან. ეს ჩვენ ყველას ერთნაირად გვჭირდება.
არავის გვინდა და გვაწყობს გადატრიალება და ქაოსი, ყველას გვინდა და გვაწყობს სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება.”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018