ნიკა გვარამია: ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები “გეგრეხებათ”?

„მითქვამს და გავიმეორებ, ამ ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ და ხარისხიან ძალად არასამთავრობო სექტორი მიმაჩნია. მაგრამ, მეორეც მითქვამს და იმასაც გავიმეორებ – ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ ოპოზიციის, განსაკუთრებით, ენმ შიშით თუ ზიზღით თუ სიძულვილით რომ არ არიან ჩაბმული აქციებში მაჩალიკაშვილის და სარალიძის დასაცავად.

დიდი ბოდიში და პლინტუსს ქვემოთ ოპოზიციასთან (მათ შორის, პრორუსულთან) იყავით გაერთიანებული რობაქიძის, ვაზაგაშვილის და გირგვლიანის საქმეებზე და პოლიტიკურ მესიჯებს ახმოვანებდით, მათ შორის, ანტისამთავრობოს. და ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები “გეგრეხებათ”? რუსეთიდან მოგზავნილი ივანიშვილის გვერდით ყოფნა არ იყო რეპუტაციისთვის დამაზიანებელი და პროდასავლური ოპოზიციის მხარდაჭერაა?
იცით, რომ პატივს გცემთ და მხარს გიჭერთ ალბათ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში, მაგრამ მძიმე შეცდომას უშვებთ, რომლითაც, საბოლოო ჯამში და სამწუხაროდ, ქვეყანას არათუ ვერ ეხმარებით, არამედ, კიდევ უფრო სამწუხაროდ, ვნებთ კიდეც, რამეთუ პასიური და ბალანსირებულ-ზომიერი პოზიციებით და ანგარიშებით, უნებლიედ უხანგრძლივებთ ქართული ოცნების ოლიგარქიულ, კლეპტოკრატიულ და უკვე გამოკვეთილად კრიმინალურ რეჟიმს სიცოცხლეს.

ასევე, ან არ იცით, ან გავიწყდებათ, რომ მარტოკა თქვენი ძალისხმევით და პროცესების პოლიტიკური სტერილიზაციით, ერთი მეტრით წინ ვერ წაიწევს ამ ქვეყანაში დემოკრატია. გერევათ, მეგობრებო: თქვენ ხართ დემოკრატიის ვოჩდოგები და არა შემოქმედნი. დემოკრატიას პარტიები და ხალხი ამყარებენ ერთობლივად. მედია და არასამთავრობო სექტორი მხოლოდ სწორი მიმართულების მიმცემი მოდარაჯე ძაღლები არიან. და ამ რაღარც მითიური და გაუსვრელი ახალი ძალის ლოდინით თავს ნუ დაიღლით, ამ ათწლეულში და, მაღალი ალბათობით, არც შემდეგ ათწლეულში ეგ არ მოხდება და ნუ იქნებით გულუბრყვილოები და პოლიტიკის არმცოდნე უმწიფარები – ფუჭია ეგ მოლოდინი.

ასე რომ, გამონახეთ საკუთარ თავში რესურსი, დაივიწყეთ ძველი წყენები და დადექით იქ, სადაც ხალხის მაჯისცემაა. თორემ უკვე ძალიან დროს და რეალობას აცდენილია ეს გაურკვეველი შუაშისტურ-ნეიტრალურ-დაბალანსებულ-პოლიტკორექტული და საბოლოო ჯამში სრულიად არაფრის მთქმელი და არაფრის მომტანი პოზიცია. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ შუაშისტ-ნეიტრალებს არასდროს არაფრისთვის არც მიუღწევიათ და არც რაიმე სერიოზული ცვლილება მოუტანიათ ამ ქვეყანისთვის. არასდროს! საქმე საქმეზე რომ მიდგება, ასე ისხდებიან კლავიატურებთან, თქვენს მოსაწონ სტატუსებს დაწერენ და არჩევნებზეც კი არ მივლენ, არათუ რამე უფრო სერიოზულს იზამენ-წერს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

თაიმერი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018