ნინო ლომჯარიამ შსს გააკრიტიკა – ”კარვების დაშლა ტროტუარზე იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში”

რუსთაველის გამზირზე კარვების დაშლას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას და საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას:

„ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ, ამდროისთვის, მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა ტროტუარზე იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში; შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს; ყველას შეუძლია მოგვმართოს, მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად; ჩვენი წარმომადგენლებიც იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან ვითარებას; სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა, მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა.“- აცხადებს ნინო ლომჯარია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018