ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

,,პირველის” ინფორმაციით, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში 35-წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც ,,პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018