ოთარ კახიძე მირზა სუბელიანის დაკავებას მოითხოვს

ევროპული საქართველოს წევრი და დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი, ოთარ კახიძე, მირზა სუბელიანის დაკავებას მოითხოვს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ყოფილი პროკურორის და არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბებაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავებას იმ მოტივით ხსნის, რომ მირზა სუბელიანმა შესაძლოა, საქართველო დატოვოს და გამოძიებას მიემალოს.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, შესაბამის ორგანოებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბატონი სუბელიანის მიმალვის საფრთხის თაობაზე, ასევე მტკიცებულებები მოწმეებზე ზემოქმედების თაობაზე, გატარებული იყოს შესაბამისი ზომები,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე უკვე ორჯერ იმყოფებოდა და ამ წუთებში მესამედ არის დაბარებული. მან მედიასთან აღნიშნა, რომ გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული და გამოძიების შესახებ ინფორმაციას ვერ მიაწვდის საზოგადოებას.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018