ოლიმპიური ჩემპიონის 1 წლის ქალიშვილი აუზში დაიხრჩო

ტრაგედია დატრიალდა ოლიმპიური ჩემპიონის, მოთხილამურე ბოდე მილერის სახლში. ამერიკელი სპორტსმენის 19 თვის ქალიშვილი ემი საცურაო აუზში დაიხრჩო.

გოგონა დედამ იპოვა და აუზიდან ამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პატარა ემი საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.

მილერმა ინსტაგრამზე ემოციური პოსტი დაწერა:

“სრულიად განადგურებულები ვართ. ჩვენი პატარა გოგონა, ემი გუშინ გარდაიცვალა. ვერასოდეს ვიფიქრებით, რომ მსგავსი ტკივილი გადაგვხდებოდა. მის სიყვარულს, მისს სინათლეს, მის სულს არსოდეს დავივიწყებთ, ჩვენს პატარა გოგონას სიცოცხლე ძალიან უყვარდა. ჩვენი ოჯახი ამ მტკივნეულ დროს პატივისცემას ითხოვს” – წერს სპორტსმენი.

40 წლის ბოდე მილერი აშშ-ის ისტორიის ყველაზე წარმატებული მოთხილამურეა, რომელსაც 6 ოლიმპიური მედალი აქვს. მას და მის მეუღლეს, ფრენბურთელ მორგანს, ემის გარდა, კიდევ 3 შვილი ჰყავთ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018