„ოცნების“ ახალი პრემიერი და სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან

ცნობილი ხდება გასაიდუმლოებული შეხვედრის შესახებ, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შედგა.

,,თაიმერის” ინფორმაციით, „საიდუმლო სერობას“ ბანკის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და მოადგილე გიგა კაცია ესწრებოდნენ. წყაროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბანკის წარმომადგენლებს ისეთი მოთხოვნა წაუყენეს, სტუმრები „გაღიმებულები“ დატოვეს.

აზიის განვითარების ბანკი არის მსხვილი პროექტების განმხორციელებელი დონორი ორგანიზაცია, რომელთა პროექტების ღირებულება სულ ცოტა 100 მილიონიდან იწყება. ბანკი პროექტის დამტკიცების შემდეგ თანხას ეტაპობრივად რიცხავს და ყოველთვის, ყველა დროში, პირველი ტრანში პროექტის ღირებულების 10%-ია. ანუ, სახელმწიფო, რომელიც ბანკიდან ვალს ღებულობს, მხოლოდ მოხმარებული თანხის პროცენტს იხდის, მეორე ტრანში ირიცხება სამუშაოს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ამიტომ ეტაპობრივად თანხის გადარიცხვა ზედმეტი ხარჯისაგან ათავისუფლებს ქვეყანას.

რამ გააოცა აზიის განვითარების ბანკი?

საქმე ისაა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ბანკს მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა წინმსწრებად მოსთხოვეს არა 10%-ის, არამედ 30%-ის გადარიცხვა, რითაც ძალიან გაოცებული დატოვეს ბანკის მესვეურები. შეხვედრაზე დაისვა კითხვა, აუთვისებელ ფულში რატომ უნდა გადაიხადოს საქართველომ პროცენტი, მითუმეტეს, რომ ჯერ სამუშაოები არ არის დაწყებული და 10%-ის გადარიცხვაც კი ნაჩქარევია. საბოლოოდ გაირკვა, რომ თურმე მაია ცქიტიშვილს „კეთილი მიზნები“ ამოძრავებს და ახალ პრემიერს „დუ შაშს“ უგორებს – ბანკიდან ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებისათვის გამოყოფილი თანხის 30% ბიუჯეტის შესავსებად სჭირდება! დიახ, არც მეტი და არც ნაკლები – სესხი ბიუჯეტის შესავსებად!

აზიის განვითარების ბანკს ჯერ მილიარდნახევარი დოლარის გაქრობა ვერ „მოუნელებია“, რომლის შესახებ მმართველი ძალა მხოლოდ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ალაპარაკდა (თუმცა არავის უთქვამს, გამოძიებას იწყებენ თუ არა) და უცებ, ამ ფონზე, რამდენიმე მილიარდიანი პროექტიდან 30%-ის ერთბაშად გადარიცხვას სთხოვენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასაიდუმლოებულ შეხვედრას წინ უსწრებდა მამუკა ბახტაძის და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა, რომელიც ბახტაძის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებიდან მეორე დღესვე შედგა.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „აზიის განვითარების ბანკი არის საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი, რომლის ლოკალური პორტფელი 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება და მიმართულია საქართველოს განვითარებისკენ. საქართველოს მთავრობა აფასებს ამ მხარდაჭერას და გამოვხატავთ მზადყოფნას არსებული ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.“

16 ივნისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო პირველად ესტუმრა საქართველოს და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არავინ დაეჭვებულა ბანკის პრეზიდენტის საქართველოში უეცარი ჩამოსვლით. თქმა იმისა, რომ ეს შეხვედრა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს, ადვილია. მთავარი პრეზიდენტის ჩამოსვლის მიზეზია, რაც კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ გაჟღერდა კიდეც, რასაც არავინ მიაქცია ყურადღება და არავინ დასვა კითხვა – ასეთ ფონზე ბანკისთვის რამდენად კეთილსინდისიერი პარტნიორია საქართველო?!

აზიის განვითარების ბანკთან ვითარება ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურის მინისტრ ალავიძის დროს დაიძაბა. მართალია, ზურაბ ალავიძე თავისი განცხადებით გადადგა, მაგრამ იმ პერიოდში მედია აქტიურად წერდა სამინისტროში არსებული ქაოსისა და განუკითხაობის, კორუფციისა და ნეპოტიზმის შესახებ, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც და სუს-ში დღემდე თაროზე ობდება ალავიძის მინისტრობის დროინდელი გზების დეპარტამენტის უფროსის სეთურიძის განცხადება და განცხადების საფუძველზე ჩამორთმეული ჩვენება, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, დეტალურადაა აღწერილი ალავიძის და მისი გუნდის „საქმენი საგმირონია“.

აქვე შეგახსენებთ, რომ სეთურიძე ალავიძის „გადადგომამდე“ რამდენიმე დღით ადრე „გადადგა“.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018