პაპუნა უგრეხელიძემ უჩივლა ეკა მესხიძეს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა

საჯარო რეესტრის ყოფილმა უფროსმა, პაპუნა უგრეხელიძემ ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სასამართლოში უჩივლა. უგრეხელიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ. უგრეხელიძემ სოციალურ ქსელში დოკუმენტების ასლების ფოტოებიც გამოაქვეყნა.

„არსებობს უსამართლო ბრალდებები რომლებსაც ვპასუხობ დუმილით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოვლად უსინდისო, ცრუ, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რომლებმაც ჩემს ღირსებასთან ერთად შელახეს, ჩემი საქმიანი რეპუტაციაც, – ასეთ უსამართლობას, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ სასამართლოს ძალით.

დღეიდან ფარდას ავხდი ბევრ დაფარულს და არაერთ ტყუილში ვამხელ ეკატერინე მესხიძესა და მის ამფსონებს, რომლებმაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ, ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს“ – წერს უგრეხელიძე.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც imedinews-თან ანონიმურობის პირობის დაცვით ილაპარაკა, თქვა, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხზე პრესასთან ღიად ლაპარაკი რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით სამოქალაქო აქტივისტის და CiDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებები ერთადერთი მოტივატორი არ იყო.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად 2013 წლიდან მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2017 წლის 27 მარტს გადადგა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018