პოლიცია: ახლა ზვიად კუპრავას დაკავება არ იგეგმება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ინცინდენტი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა.

„მათ ვერ გაარკვიეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ  და რა სამოქმედო გეგმა ექნებათ ხვალ.

გარკვეული მიმართულება იყო პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით.  მოვიდა პიროვნება, რომელიც მოუწოდებდა, რომ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება მისცემოდა ყველა მოქალაქეს, პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე.

შეხლა-შემოხლა ჩვენ განვმუხტეთ.

ჩვენ აქ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ვართ, მართლწესრიგი და საპატრულო პოლიცია 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს აქციას და აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას იცავს. ამ ეტაპზე არ იგეგმება ზვიად კუპრავას დაკავება.  თუ ამის საჭიროება იქნება, ამას მომავალში თავად ნახავთ“ – თქვა კუპატაძემ.

ცოტა ხნის წინ, აქციის მსვლელობისას, კუპრავამ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა.

კუპრავას შემდეგ, სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ზვიად კუპრავას დაკავება იგეგმება.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018