პრემიერი კვირიკაშვილი გადადგა

პრემიერი კვირიკაშვილი გადადგაპრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა.

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა – მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

ჯერ კიდევ გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ყველა ლიდერი უარყოფდა, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა. დღეს დილით კი პარლამენტის წევრების ნაწილმა მას მოუწოდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

კვირიკაშვილის გადადგომა ნიშნავს, რომ მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებული იქნება. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს.