ჟერარ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო

ჟერარ პიკემ ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ვარჯიში ნაადრევად დატოვა. პიკეს სავარაუდოდ მუხლის ტრავმა აქვს და ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.

ესპანეთის ნაკრები ამჟამად კრასნოდარში იმყოფება, სადაც შედგება კიდეც მათი პირველი შეხვედრა პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი 15 ივნისს გაიმართება და დიდ ინტერესს იწვევს, რადგან კრიშტიანო რონალდუ თავის თანაგუნდელებს დაუპირისპირდება რეალიდან.

ჟერარ პიკემ შესაძლოა პორტუგალიასთან შეხვედრა გამოტოვოს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018