რატომ არ დაესწრო თეა წულუკიანი მთავრობის სხდომას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი და განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განახლებული მთავრობის პირველ სხდომას არ ესწრებოდნენ.

წულუკიანს დღევანდელ სხდომაზე მისი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე წარმოადგენდა. მან თეა წულუკიანის სხდომაზე არდასწრებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება არ გააკეთა.

“რუსთავი2”-ს იუსტიციის სამინისტროში კი განუმარტეს, რომ თეა წულუკიანი ქალაქში არ იმყოფება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ქალაქში ერთი დღით არ არის და “განსაკუთრებული არაფერი ხდება”.

მთავრობის სხდომაზე თეა წულუკიანის არყოფნას ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი მივლინებაში იმყოფება.

“ქალბატონი თეა არის მივლინებაში. არაფერი კავშირში არ არის არავითარ ეს ცვლილებებთან დაკავშირებით. ბატონი სოზარიც აქ ბრძანდება და ბატონი მიშა გიორგაძეც აქ ბრძანდება, არაფერზე არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად არის,”- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მან მცირე მთავრობის კონცეფციაზეც ისაუბრა. მაია ცქიტიშვილმა ასევე განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შეიძლება იყოს “ქართულ ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი, სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს პირველი მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მცირე მთავრობის კონცეფცია, ჟურნალისტებს, საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.

დღეს გაირკვა, რომ ახალი პრემიერის გადაწყვეტილებით, 14-ის ნაცვლად 10 სამინისტრო დარჩება და ერთი სახელმწიფო მინისტრი.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018