რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე 3 კარავი გადაიტანეს

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ 3 კარავი გადაიტანეს.

კარვების გადატანის შემდეგ პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა კარვებში გადმოიტანეს საჭირო ნივთები.

კარვების გადატანის თხოვნით ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართეს.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, პროტესტის გამოხატვას კარვებში გააგრძელებენ და არ აპირებენ რუსთაველის გამზირის დატოვებას.

მათი თქმით, წინა აქციებისგან განსხვავებით ამჯერად, ისინი 24 საათის განმავლობაში იქნებიან რუსთაველის გამზირზე და კარვებს არ დატოვებენ მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს ხელისუფლება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018