რუსთავის მე-5 ქალთა კოლონიაში 109 ქალი პატიმარი შიმშილობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს.

ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში 28 ივნისს გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ გამოიყენება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018