საბა კვირკველია შესაძლოა ლესტერში გადავიდეს

მოსკოვის ლოკომოტივის და საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია შესაძლოა ინგლისურ ლესტერში აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლესტერი მზად არის კვირკველიას ტრანსფერში 17 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ლესტერის მხრიდან ინტერესი თვითონ საბამაც დაადასტურა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს: ”ეს ყველაფერი სიმართლეა და მომავალ სეზონში შესაძლოა ლესტერის ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ ჯერ ყველაფერი მოლაპარაკებების სტადიაზეა. ვნახოთ რა იქნება მომავალში”–განაცხადა საბა კვირკველიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018