„სად არიან ვითომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები?!“ – ნიკა მელია

დაძაბულობა რუსთაველის გამზირზე – სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილიდან კარვები პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ იმ ოპოზიციონერებს მიმართა, რომლებიც პოლიტიკურად მართულ პროცესს უწოდებენ მიმდინარე აქციას.

„იმიტომ გვებრძოდა ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ხმის ამომღები არავინ ყოფილიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ანგარიშს ვუწევდი ვიღაც-ვიღაცების ბჟოტიალს, პოლიტიკოსები არიანო… გუშინაც არ გმოვჩენილვარ და ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი და დღესაც ვიკავებდი თავს. სად არიან ის პოლიტიკოსები, სად არიან ის ვითომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც იძახიან, „ნაციონალნური მოძრაობაო“?!“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018