საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავი როსტოვში ავარიულად დაეშვა – ვიდეო

თვითმფრინავმა, რომელსაც საუდის არაბეთის ნაკრები გადაჰყავდა სანკტ პეტერბურგიდან როსტოვში, ავარიული დაჯდომა განახორციელა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს.

დაჯდომის დროს აირბუს ა319-100-ის ძრავში ჩიტი მოხვდა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. თვითმფრინავი 2 მოქმედი ძრავით დაჯდა როსტოვის აეროპორტში.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნის.

საუდის არაბეთი 20 ივნისს როსტოვში ურუგვაის ეთამაშება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018