საქართველო მსოფლიოს ყველაზე უბედური 30 ქვეყნის ნუსხაში შევიდა

„ბედნიერების რეიტინგი” ყოველწლიურად ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დგება, რომელიც 20 მარტს აღინიშნება.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 156 ქვეყანას შორის 128-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგი სპეციალურად გაეროსთვის მომზადდა.

ბედნიერების დონის განსაზღვრისთვის ფასდება ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა რთულ ვითარებებში, მთავრობის ნდობა, გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება ყოველდღიურობაში, ხელგაშლილობა, რომელიც განიხილება შემოწირულობებისა და ქველმოქმედების ოდენობის თვალსაზრისით.

გასული წლის შედეგებთან შედარებით საქართველოს მდგომარეობა რეიტინგში სამი საფეხურით გაუარესდა; ახლა ის ეთიოპიასა და სომხეთს შორის განთავსდა. როგორც კვლევაში აღინიშნება, 2008-2010 წლებთან შედარებით, ქვეყნის ბედნიერების დონე ამჟამად უფრო მაღალია.
საქართველო ასევე 110-ე ადგილზე განთავსდა 117 ქვეყანას შორის ბედნიერების დონით უცხოელებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, და 22-ე ადგილზე, როგორც მიგრანტებისთვის საცხოვრებლად მეტ-ნაკლებად მისაღები ქვეყანა.

„ბედნიერების რეიტინგში” საქართველოს მეზობელი ქვეყნები, გარდა სომხეთისა, ათობით პუნქტით ზევით განთავსდნენ. რუსეთი 59-ე ადგილზეა, თურქეთი – 74-ეზე, აზერბაიჯანი – 87-ეზე და სომხეთი – 129-ეზე.

ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში არიან ფინეთი, ნორვეგია, დანია, ისლანდია და შვეიცარია. ყველაზე უბედურ ქვეყნებად დასახელდნენ იემენი, ტანზანია, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ბურუნდი.

თრიალეთი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018