სერენა უილიამსი ტრავმის გამო როლან გაროსს გამოეთიშა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ქალებში სერენა უილიამსი როლან გაროსს გამოეთიშა. 4 ივნისს, სერენას მარია შარაპოვასთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სერენამ უარი თქვა ამ შეხვედრაზე ტრავმის გამო.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, თუმცა სერენამ განაცხადა რომ ის ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა რომ ამერიკელი ჩოგბურთელი მალე 37 წლის გახდება.

რაც შეეხება შარაპოვას, ის კორტებზე დაბრუნების შემდეგ დიდი სლემის მეოთხედფინალში პირველად გავიდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018