სინგაპურში ტრამპიც ჩავიდა

კიმ ჩენ ინის შემდეგ სინგაპურში დონალდ ტრამპიც ჩავიდა.

აშშ-ის პრეზიდენტი სინგაპურში კანადიდან გაემგზავრა, სადაც ის დიდი შვიდიანის შეხვედრას დაესწრო.

მანამდე სინგაპურში კიმ ჩენ ინი ჩავიდა. ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს, კუნძულოვან კურორტ სენტოსაზე შედგება. ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი აუდიენცია იქნება.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით სინგაპურში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. მოლპარაკებებს სინგაპურში ათასობით ჟურნალისტი გააშუქებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური კავშირი 1948 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018