სისხლიანი დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის – დაჭრილია ერთი სპორტსმენი

ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის, გუშინ გვიან ღამით მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან სამეთა სამინისტრომ გამოძიებადაიწყო.

უწყებამ საქმე ორი მუხლით: 126-ე და 136-ე მუხლებით აღძრა.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინცინდენტის შედეგად, ძიუდოისტი სოსო წელაური დაიჭრა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულია 4 პირი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა, უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან პატრულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018