სტამბოლში ცოლ-ქმრის წამებისა და მკვლელობისთვის გიორგი წიწილაშვილი დააკავეს – მისი ძმა იძებნება

სტამბოლში მკვლელობის და წამების ბრალდებით 28 წლის ქართველი გიორგი წიწილაშვილი დააკავეს, ამავე ბრალდებით იძებნება მისი 25 წლის ძმაც, განგა წიწილაშვილი.
როგორც თურქული მედია წერს, ძმები რამდენიმე თვეა ელექტრო ტექნიკის მაღაზიაში მუშაობდნენ, რომელიც 59 წლის ორჰან ჩელიკსა და მის ოჯახს ეკუთვნოდა. როგორც გამოძიება აცხადებს, ძმები ჩელიკს თავს მაღაზიაში შაბათს დაესხნენ, გაკოჭეს და სცემეს, ამ დროს მაღაზიის ზემოთ მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ჩამოვიდა მისი მეუღლე შეჰრიბან ბაკირლი, რომელიც თავდამსხმელებმა ასევე გაკოჭეს და თავზე ორივე პოლიეთილენის პარკები ჩამოცვეს. შემდეგ ერთ-ერთი ძმა სახლში ავიდა, სადაც შეჰრიბან ბაკირლის 15 წლის შვილი იმყოფებოდა, მასთან ფიზიკური დაპირისპირებისას მოზარდმა მოასწრო, რომ მეზობლებისთვის საშველად ეხმო. ადგილზე მოსულ პოლიციას ორჰან ჩელიკი გარდაცვლილი დახვდათ. სამართალდამცავებმა დააკავეს ერთ-ერთი ძმა, მეორე კი ძებნაში იმყოფება.
დაკავებულმა პოლიციას განუცხადა, რომ ისინი ორჰან ჩელიკისგან თავის კუთვნილ ხელფასს ითხოვდნენ და დაპირისპირება სწორედ ამიტომ მოუვიდათ, მისი თქმით, მათ ჩელიკის მოკვლის განზრახვა არ ჰქონიათ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018