სუფრასთან დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.”შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში მცხოვრები ბრალდებული იმყოფებოდა სტუმრად თანასოფლელ, 1940 წელს დაბადებულ პ.ც.-სთან, რომელთანაც სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი.ვ.-მ მასპინძელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018