უგონოდ მყოფი ძმები აბაზანაში მეზობელმა აღმოაჩინა – ტრაგედიის ახალი დეტალები

ნარკოტიკით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევის შესახებ, როდესაც ე.წ. ნარკო-კომის დიაგნოზით, ალადაშვილის კლინიკაში ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, დეტალები ხდება ცნობილი.

ქრონიკის ინფორმაციით, ძმები უგონო მდგომარეობაში აბაზანაში მეზობელმა აღმოაჩინა, რომლის თქმითაც, ამ დროს სახლში მათი დედა არ იმყოფებოდა.

ნაცნობები ძმებს წესიერ ახალგაზრდებად ახასიათებენ.

სავარაუდოდ ნარკოტიკული ზედოზირებით ძმები კლინიკაში დღეს მიიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, ექიმების თქმით, მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ძმა კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018