უკრაინაში ჩამოგდებული ბოინგი – საგამოძიებო მოქმედებებს რუსეთის სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ

უკრაინაში ჩამოგდებული ბოინგის საგამოძიებო მოქმედებებს რუსეთის სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ.

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, დონბასში ნიდერლანდებიდან ჩასული გამომძიებლები, სამხედროები და დიპლომატები, რომლებიც კატასტროფის გამოძიებას აწარმოებდნენ, მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. ისმენდნენ მათ სატელეფონო საუბრებს და სასტუმროს ნომრებში სპეციალური აპარატურით და პროგრამული უზრუნველყოფით ფარულ მოსმენას ახორციელებდნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების სპეცსამსახურები ამის უტყუარ მტკიცებულებებს ფლობენ, რომლებიც სასტუმროებიდან ამოიღეს და მისიის წევრების ელექტრონულ მოწყობილობებში აღმოაჩინეს. ამის გამო, ჰოლანდიური მისიის წევრებს უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა აეკრძალათ, შესაბამისად მოპოვებული ინფორმაციის გაცვლა მხოლოდ დაცული არხებით და საელჩოების ტერიტორიების საშუალებით ხდებოდა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018