ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ 12 აქტივისტი დააკავეს – ტრისტან წითელაშვილი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს

ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ 12 აქტივისტი დააკავეს. ცოტა ხნის წინ პოლიციის სამმართველოში ტრისტან წითელაშვილი გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, „ქართული მარშის“ წევრები სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

„ქართული მარშის“ წევრები აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ. ჯერჯერობით უცნობია, ისინი გადაინაცვლებენ თუ არა პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია ლოზუნგით „ნუ მომკლავ!“ იმართება.

დიდ საკონცერტო დარბაზთან პოლიციაა მობილიზებული.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018