ფოთში ახალი ბულვარი მოეწყობა

წელს, ზაფხულის სეზონს ფოთის ზღვისპირა ზოლი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. როგორც bm.ge-ს ფოთის მერიაში განუცხადეს, მალთაყვის სანაპირო ზოლზე უკვე აშენდა 3 კილომეტრი სიგრძის ბულვარი. ამ ეტაპზე კი სანაპირო ზოლის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კომუნიკაციების გაყვანას, ვეიკპარკის მოწყობას და სხვა სამუშაოებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ბულვარის სიგრძე 800 მეტრით გაგრძელდება. მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 2 654  202 ლარია და იგი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

„პარალელურად, მუშავდება კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტი. იგეგმება საავტომობილო და საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია, სპორტული მოედნის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, ავტოსადგომის და სხვა ობიექტების მოწყობა“-აცხადებენ ფოთის მერიაში.

მათი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  2 129 900 ლარია გათვალისწინებული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018