ქართველ პატიმრებს ქუვეითის ციხეში ქრისტიანობის გამო სასტიკად ცემენ

„კურიერმა“ ქუვეითის ციხიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში იხდიან სასჯელს, კადრები მოიპოვა. ქართველი პატიმრები საპატიმროში არსებული გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე ყვებიან.

საქართველოს ოთხი მოქალაქე ქუვეითის ციხეში ქურდობის ბრალდებით უკვე 3 თვეა, ზის. ამ 3 თვის განმავლობაში მათ გამუდმებით სცემენ. მათი თქმით, დასჯის მეთოდები იმდენად სასტიკია, საქართველოს მოქალაქეებს ხშირად საჭმლის და სასმელი წყლის გარეშე ტოვებენ.

საქართველოს 4 მოქალაქე ქუვეითში 3 თვის წინ წავიდა. რამდენიმე დღეში მათ სასტუმროს ნომერში სპეცრაზმი შევიდა და დააპატიმრა. ქართველი პატიმრები ამტკიცებენ, რომ ქურდობა არ ჩაუდენიათ და არ იციან, სასჯელს რისთვის იხდიან. მათი განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, რის გამოც საპატიმროში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, განსხვავებული რელიგიაა.

ქართველი პატიმრების მტკიცებით, განსხვავებული რელიგიური კუთვნილების გამო, ქართველებს საკნებში არ უშვებენ და ღამით ციხის დერეფნებში სძინავთ.

ქუვეითის ციხის ქართველი პატიმრების ოჯახის წევრები დახმარებას საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა, სთხოვენ. დაკავებულთა ოჯახების მთავარი მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაა.

საქართველოში მყოფი ნათესავების განცხადებით, პატიმრებს არ ჰყავთ არც ადვოკატი და არც თარჯიმანი და ისიც კი არ იციან, რამდენი წელი მიუსაჯა ქუვეითის სასამართლომ. მათ ადგილობრივ კონსულს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

კონსული ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ციხეში საქართველოს მოქალაქეები რამდენჯერმე მოინახულა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018