ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა განაცხადა, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი თანასოფლელმა მოკლა.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018