ყაზახეთი აღნიშნავს თავისი ქვეყნის დედაქალაქის 20 წლის იუბილეს

წელს ყაზახეთის მოსახლეობა აღნიშნავს ქვეყნის დედაქალაქის 20 წლის იუბილეს. ყაზახებისთვის ასტანასთან დაკავშირებული ნებისმიერი თარიღი განსაკუთრებულია. ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. საკუთარი ქვეყნების დედაქალაქის წარმოშობას სკოლაში, ინსტიტუტებში სწავლობენ, ამას უძღვნიან ფილმებს, ჟურნალისტურ გამოკვლევებს, პოეტურ ნაწარმოებებს.

ასტანა ახალგაზრდა ქალაქია, წელს ქალაქი აღნიშნავს დაარსებიდან 20 წლისთავს. თუმცა ზოგიერთები დღემდე დავობენ ალმაათიდან დედაქალაქის ასტანაში გადატანის მიზანშეწონილობაზე. ყაზახეთის ამჟამინდელი დედაქალაქი მიეკუთვნება მძიმე და რთული კლიმატური პირობების მქონე ქალაქების სიას. თუმცა, ყოფილი ცელინოგრადის ოცწლიანი განვითარების და ასტანად ჩამოყალიბების განმავლობაში, ყაზახეთის ხელისუფლებამ ეს საკითხიც გადაწყვიტა, შექმნა რა დედაქალაქის “მწვანე სარტყელი” – ნარგავები, რომელიც სარტყელივით გარს ეკვრის ქალაქს და არბილებს ზამთრის მკაცრ სიცივეებს.

ცხადია, ასტანა მხოლოდ ამით არაა საინტერესო. პრეზიდენტი ნაზარბაევის უმთავრესი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეძლო მან სტეპებში სულ რაღაც 20 წელიწადში თანამედროვე მეგაპოლისის შექმნა. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ასტანა მხოლოდ მისი მტკიცე პოლიტიკური ნებელობის წყალობით შეიქმნა. ქვეყნის მეთაურის ჩანაფიქრით, ასტანა უნდა გამხდარიყო ყაზახეთის სიმბოლო და ყოფილიყო მსოფლიოში თანამედროვე, თუმცა ახალგაზრდა ქვეყნის სახე, რომელმაც ისტორიული საზომით სულ ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს მეტად ამბიციური ამოცანა გახლდათ. თუმცა ყაზახეთი ამას გაუმკლავდა. ახლა, 20 წლის შემდეგ, ამას ციფრებიც და ფაქტებიც ამტკიცებს.

გასულ წელს ყაზახეთის დედაქალაქმა პირველმა მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში უმასპინძლა საერთაშორისო გამოფენას “ექსპო”, რომლის თემაც “მწვანე” ტექნოლოგიების განვითარება გახლდათ. თემა მართლაც რომ საჩვენებელია: ყაზახები აქტიურად ნერგავენ ამ პრინციპებს არა მხოლოდ ასტანას, არამედ სხვა საკუთარი ქალაქების განვითარებაშიც, ამით თანამედროვე ხასიათი შეაქვთ ეკონომიკაშიც. თუმცა, სწორედ ასტანაა ერთგვარი პლაცდარმი სიახლეების დასანერგად, რათა შემდგომში ისინი მთელს ქვეყანაში გავრცელდეს.

სავარაუდოდ, უახლოეს წლებში ყაზახეთის მილიონიანი ქალაქი კიდევ უფრო განვითარდება. ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე დედაქალაქის თავკაცმა ასეტ ისეკეშევმა განაცხადა, რომ განვითარების პერსპექტივაში ასტანა იქცევა გლობალურ ქალაქად და სახეზეა რა დედაქალაქსა და სრულიად ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნები, ეს ამბიციური გეგმები ადვილად სარწმუნოა. ყაზახეთის ხელისუფლება ბაძავს სინგაპურსა და დუბაის. იმავე ფორუმზე 18 მაისს ასტანაში ცნობილი გახდა, რომ ქალაქმა უკვე მიიღო უკუგება მის მშენებლობაში ჩადებული სახსრებისა, რომელიც 2 ტრილიონ ტენგეს აჭარბებს, რაც დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტია.

ახლა უკვე გასაგებია, თუ რატომ უწოდებენ ასტანას ყაზახეთის განვითარების ლოკომოტივს. ახალ დედაქალაქთან ერთად წელში გაიმართა ეკონომიკის სამშენებლო გადამამუშავებელი სექტორიც, რომელმაც დომინოს პრინციპით სხვა დარგებზეც იმოქმედა. ასტანას მშენებლობა კვლავაც გრძელდება. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს განტვირთოს ბიუჯეტი ძვირადღირებული პროექტებისაგან და მოიზიდოს ინვესტორები.

ყაზახეთის ოფიციალურ სამთავრობო ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ოფიციალური მონაცემები: 26-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში ქვეყანამ მოიზიდა თითქმის $300 მილიარდი პირდაპირი ინვესტირების გზით. ეს კი ცენტრალური აზიის საერთო ინვესტიციების 70% შეადგენს. ყველაზე მსხვილი ინვესტორები არიან ნიდერლანდები, აშშ, შვეიცარია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, იტალია, იაპონია, ბელგია და კანადა. ასტანაზე მოდის თითქმის 20 მილიარდი აშშ დოლარი ინვესტირებით. აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა ქვეყანაში მოზიდვა სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანას წარმოადგენს.

ასტანის აგებით, ნურსულტან ნაზარბაევმა საკუთარი ქვეყნის შესაძლებლობები, დასახული ამოცანების ამბიციურობა და, რაც ყველაზე მთავარია, ამ ამოცანების სწრაფად და სწორად გადაწყვეტის უნარი აჩვენა. აქ საქმე არა იმდენად ეკონომიკურ მაჩვენებლებშია, რაც მეტად მნიშვნელოვანია და ქვეყნის ხელისუფლების იდეურ ქმედუნარიანობას ციფრებით ამტკიცებს, რამდენადაც იმ გზავნილებში, რომელსაც ყაზახეთი უგზავნის მთელს მსოფლიოს. ასტანა მსოფლიო მნიშვნელობის დედაქალაქია. მას შეუძლია გლობალური ამოცანების გადაწყვეტაც: უმასპინძლოს საერთაშორისო გამოფენას “ექსპო”, საერთაშორისო ეკონომიკურ სამიტებს, მხოლოდ სპიკერთა ხშირი ყოველწლიური ვიზიტები რად ღირს.

ყაზახეთის დედაქალაქი გასულ წელს სამშვიდობო მოლაპარაკებების ადგილადაც იქცა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს ყაზახეთის ხელისუფლების ინიციატივით სულაც არ მომხდარა. ასტანა შეხვედრებისათვის და მოლაპარაკებების წარმოებისათვის ხელსაყრელი ადგილი იყო ყველა მონაწილისათვის. სწორედ ეს არის ყაზახეთის დედაქალაქის სტატუსისა და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის ხელისუფლებისადმი მაღალი ნდობის მაჩვენებელი.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ თანამედროვე პოლიტიკაში ბევრი რამ მოლაპარაკების მხარეთა კონკრეტულ პიროვნებებზეა დამოკიდებული. პრეზიდენტმა ნაზარბაევმა მოიპოვა ბრძენი მმართველის იმიჯი. და მას ეს ნამდვილად დაიმსახურა. ბევრ შემთხვევაში ნაზარბაევის ავტორიტეტი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.

ქვეყნისა და მისი დედაქალაქის ადმინისტრაციის გეგმაში შედის ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად გადაქცევა. “ექსპოს” მასპინძლობის შემდგომ ეს კიდევ ერთი გლობალური მნიშვნელობის ამოცანაა, რომელიც პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილია. ამ დღეებში ასტანაში განაცხადეს, რომ ფინანსურ ცენტრში “ასტანა” უკვე 13 კომპანია დარეგისტრირდა, 20-მა შეიტანა განაცხადი, ხოლო წლის ბოლომდე ასტანის ფინანსური ცენტრი გეგმავს 100-მდე კომპანიის მოზიდვას, ხოლო სამ წელიწადში კი – მათი რიცხვის 500-მდე გაზრდასაც. დედაქალაქის თავკაცის ასეტ ისეკეშევის თქმით, სწორედ ასტანის ფინანსური ცენტრი ჩაუყრის საფუძველს ასტანის განვითარებას, აქცევს მას გლობალურ ქალაქად პოლიტიკური და საერთაშორისო გაგებით. თუმცა, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ასტანას უკვე თვლიან წარმატებულ ბიზნეს-პროექტად. ხელისუფლება გეგმავს, შექმნას სიმბიოზი: ეკონომიკური წარმატებებისა და დედაქალაქის კულტურული ცხოვრების შერწყმით, პრიორიტეტი მიენიჭება დედაქალაქის კეთილმოწყობას, კომფორტსა და უსაფრთხოებას და ეს სავსებით ლოგიკურია. თუ კარგად დავაკვირდებით ასტანას განვითარებას ბოლო 20 წლის განმავლობაში, ირწმუნებ, რომ ეს მიზანი ნამდვილად მიღწეულია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018