შპს ფოთის ნავთობგადამამუშავებელი გაკოტრებულად გამოცხადდა

შპს ფოთის ნავთობგადამამუშავებელი გაკოტრდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას გადახდიუუნარობის შესახებ საქმის წარმოებაზე უარი ეთქვა.

კომპანიას დავალიანება „საქართველოს ბანკის“ მიმართ აქვს. კრედიტორის განცხადების თანახმად, შპს ,,ფოთის ნავთობგადამამუშავებელის’’ მიმართ არსებული მოთხოვნა შეადგენს 18 717 897,41 აშშ დოლარს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით – 46 122 771,01 ლარს.

„მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სადავო არაა ფაქტი იმის შესახებ, რომ სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით მოვალეს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, რასაც საფუძვლად დაედო მოვალის მიერ მითითებული ფაქტები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც მოვალის გადახდისუუნარობას ადასტურებდა. ანუ, მოვალეს არ გააჩნდა რაიმე სახის ქონება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯების დაფარვა უზრუნველყოფილიყო“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018