შსს-მ ზვიად კუპრავას წინააღმდეგ საქმე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად კუპრავას მიმართ საქმე აღძრა.

„2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით.

მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018