ჩაქვში სატვირთო მანქანა ფერდობზე გადავარდა

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი ჩაქვის გვირაბთან შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ფერდობზე გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. როგორც შსს–ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018