წინასწარი ინფორმაციით, მირზა სუბელიანი დაკავებულია

წინასწარი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი დააკავა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს დაკითხვაზე მესამედ გამოიძახეს, მოგვიანებით შსს-ში მისი ინტერესების დამცველი ადვოკატიც გამოცხადდა, რის შემდეგაც სუბელიანი სავარაუდოდ ოფიციალურად დააკავეს.

მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს-ში ოფიციალურად არ ადასტურებენ. ამ ეტაპზე უწყების პრესსასმახურში განმარტავენ, რომ სუბელიანი გამოკითხვაზე იმყოფება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე უახლოეს ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე სუბელიანს მტკიცებულებების განადგურებასა და მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

primetime.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018