დავით ჭიჭინაძე: „მთავრობა უნდა გადადგეს”

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს.

ჭიჭნაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარებოდან გამოსავალი ეს არის. ჭიჭინაძე ხაზს უსვამს მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას და ამბობს, რო ახალმა გუნდმა ახალი პროგრამა უნდა წარმოადგინოს და ქართულმა ოცნებამ აღიდგინოს ის ნდობა, რომელიც თავის დროზე ჰოქნდა საზოგადოებაში:
“მე გუშინაც ვიძახდი და დღესაც ვაფიქსირებ, რომ ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით როცა გამოქვეყნდა “იუნისეფის” კვლევები. იქ არის ძალიან გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ შევქმენით კომისია, არ ვენდეთ უმრავლესობას სამწუხაროდ და ვენდეთ ოპოზიციას, რომ ოპოზიცია დაადგენს ამ ქვეყანაში თურმე სიმართლეს და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს, პლიუს ამას როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს მივეცით საშუალება არანორმალური მოგებების და ბანკები დღეს კარნახობენ ხელისუფლებას როგრ უნდა მოვიქცეთ, პრაქტიკულად ყველა კანონს, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ ისინი არღვევენ, გვერდს უვლიან და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, ხალხში გროვდება საკმაოდ დიდი უკმაყოფილება, ყოველთვის გამოსავალი არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ესეთი დაძაბულობის მოხსნის საშუალება არის, როდესაც მთავრობა გადადგება, იქნება ახალი პროგრამა წამორდგენილი, თუ ამანაც არ უშველა, შემდეგ სხვა ეტაპები არსებობს პოლიტიკური ცხოვრების და მე ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ის ნდობა და მხარდაჭერა აღვადგინოთ, რომელიც თავის დროზე გააჩნდა ქართულ ოცნებას.” –  განაცხადა ჭიჭინაძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018