ხაშურში 35 წლის ბაკურიანელი მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა ხაშურში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მოკლულია 35 წლამდე მამაკაცი და დაჭრილია ერთი ახალგაზრდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა, შემდეგ კი მისი გადმოყვანა თბილისში მოხდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულიც და დაჭრილიც დაბა ბაკურიანიდან არიან და მათ შელაპარაკება ხაშურელებთან მოუვიდათ.
როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018