ავთო აბესლამიძე ყაზახურ ვოისში მონაწილეობს

ავთო აბესლამიძე ყაზახურ ვოისში მონაწილეობსმას შემდეგ, რაც ბათუმელმა ავთო აბესლამიძემ “იქს ფაქტორში” გაიმარჯვა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, სხვა ქვეყნებშიც მოისურვა.
მიუხედავად იმისა, რომ ავთოს უცხოეთში გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა პრემიების და პრიზების მფლობელიცაა, მისთვის ყოველი კონკურსი ახალი გამოწვევა და ახალი სანერვიულოა.
ამჯერად ავთო ყაზახურ ვოისში მონაწილეობს. კონკურსი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდება. მას ”ვოის ოფ ასტანა” ეწოდება.

კონკურსის ორგანიზატორებს ქართველი მომღერალი პირველ ნომრად ჰყავთ წარდგენილი და მის შესახებ ინტერნეტში ვრცელ ინფორმაციას ავრცელებენ.
თავად ავთომ კი კონკურსის ორგანიზატორებს და გულშემატკივრებს განუცხადა, რომ მას ყველასგან განსხვავებული ხმა აქვს და ამას მაშინ დაიჯერებენ, როცა ავთოს მოუსმენენ.