ანტუან გრიზმანი შესაძლოა ატლეტიკოში დარჩეს

ანტუან გრიზმანი შესაძლოა ატლეტიკოში დარჩესმადრიდის ატლეტიკოს ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი შესაძლოა ატლეტიკოში დარჩეს და ბარსელონაში არ გადავიდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გრიზმანმა ახლობლებს უთხრა რომ ის დარჩენას აპირებს.

გრიზმანის ტრანსფერი ბარსელონაში თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ბოლო მომენტში თვითონ ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.

გრიზმანს ატლეტიკოში დარჩენა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმაც დიდიე დეშამმაც ურჩია, რომლის აზრით გრიზმანი ბარსელონაში ლიდერი ვერ გახდება.