არგენტინამ ისლანდია ვერ დაამარცხა. მესიმ პენალტი გააფუჭა

არგენტინამ ისლანდია ვერ დაამარცხა. მესიმ პენალტი გააფუჭაარგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისლანდიასთან დაიწყო და მათი დამარცხება ვერ მოახერხა. მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და შესვენებაზე ისინი საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმი არგენტინელების შეტევებით დაიწყო და 64–ე წუთზე მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მისი დარტყმული ისლანდიის ნაკრების მეკარემ მოიგერია.

არგენტინელები ამის შემდეგაც უტევდნენ და მესიმ კიდევ რამდენჯერმე დაარტყა ისლანდიელთა კარის მიმართულებით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.