აუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ ნაციონალებისთვის თანხის შეწირვას შეისწავლის

აუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ ნაციონალებისთვის თანხის შეწირვას შეისწავლისაუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში ნაციონალური მოძრაობისთვის განხორციელებული შემოწირულობის საკითხს შეისწავლის.

„ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“,- განაცხადა გენერალურმა აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილმა.