აფეთქება ლონდონის მეტროში – არიან დაშავებულები

აფეთქება ლონდონის მეტროში - არიან დაშავებულებისულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში.

ლონდონის ერთ-ერთ მეტროსადგურში აფეთქება ელექტრო-გაყვანილობის გაუმართავობის გამო მოხდა, თუმცა ინციდენტმა ძლიერი პანიკა გამოიწვია. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. სამართალდამცველები მომხდარის ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავენ.