“აქცია არც დაშლილა, არც დაიშლება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება” – მაჩალიკაშვილი

"აქცია არც დაშლილა, არც დაიშლება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება" - მაჩალიკაშვილიპანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ აქციები არ შეწყდება მანამ, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. აღნიშნული განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიდან კარვების გადატანასთან დაკავშირებით გააკეთა:

„ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე აქ დგომას, მთელი საქართველო იქნებ აქ, აქცია არც დაშლილა, არც დაიშლება სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა