აქცია ოზურგეთში – “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

აქცია ოზურგეთში - "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვსოზურგეთის საკრებულოს შენობაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. საკრებულოს შენობაში მობილიზებულები არიანს ამართალდამცავები.
აქციის მონაწილეები, ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ აროშიძეს ბესო ქათამაძეზე თავდასხმისთვის 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.ოზურგეთში ასევე ხდება სპეცრაზმის მობილიზება მერიის შენობასთან. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ რიგგარეშე სხდომის დანიშნვნას, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით მჟავანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ოზურგეთის საკრებულოს თავჯდომარის, დავით დარჩიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი დადგეს.