აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00 საათისთვის გადაიდო – ზაზა სარალიძე

აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00 საათისთვის გადაიდო - ზაზა სარალიძე14:00 საათზე დაანონსებული აქცია შვილმოკლული მამაების მხარდასაჭერად 18:00 საათისთვის გადაიდო. ამის შესახებ განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გააკეთა:

„დრეს ორ საათზე იყო დაანონსებული აქცია, ექვსი საათისთვის მინდა გადავიტანო. ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას და მოვუწოდო ყველას, რომ ექვსი საათისთვის შევიკრიბოთ ყველა რუსთაველზე. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ როგორ ძალადობდნენ უკვე ჩვენზე, როგორ იჭერენ, აქრობენ ხალხს ასე რომ ვთქვათ, მაქსიმალურ ძალადობაზე არიან გადმოსულები, მე პირადად უკან დახევას არ ვაპირებ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.