ბათუმში 4 წლის გოგონა უზბეკმა ქალმა მოკლა – საზარელი ამბის ახალი დეტალები

ბათუმში 4 წლის გოგონა უზბეკმა ქალმა მოკლა - საზარელი ამბის ახალი დეტალებიქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი და 4 წლის გოგონას დედა უცხოეთის მოქალაქეები არიან, ისინი საქართველოში თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის დედა თურქეთში იმყოფებოდა, როდესაც შვილი მოუკლეს.
ამასთან, სახლის მეპატრონე, რომელსაც უზბეკეთის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ჰქონდა მიქირავებული, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებისგან შეიტყო.

სხვა დეტალებზე სახლის მეპატრონე არ საუბრობს.

აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მკვლელი უზბეკი ქალია. მან სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ თავად უამბო.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცავებმა ნაგვის ურნაში მოკლული ბავშვის ტანსაცმელი და დანაც იპოვეს. თუმცა უცნობია, გამოიყენა თუ არა უზბეკმა ქალმა ბავშვზე ძალადობისას ცივი იარაღიც.

ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.