მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მსახიობს სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ადვოკატი იმედოვნებდა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააბათილებდა.
გიორგანაშვილს სახელმწიფო ბრალდება ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავება.
რუსთავი 2