ბრაზილიამ კოსტა რიკა დიდი გაჭირვებით დაამარცხა

ბრაზილიამ კოსტა რიკა დიდი გაჭირვებით დაამარცხაბრაზილიის ნაკრებმა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და 5 გზის მსოფლიო ჩემპიონებს საკმაოდ გაუჭირდათ ამის გაკეთება. ბრაზილიელების მეტოქე კოსტა რიკა იყო, რომელმაც დაცვითი ტაქტიკა აირჩია და ბრაზილიელებს ამან პრობლემები შეუქმნა.
მატჩის ბოლო წუთამდე ანგარიში 0:0 იყო და მხოლოდ 90-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ შეძლო გოლის გატანა. ამ გოლმა ბრაზილიელები დაამშვიდა და მსაჯის მიერ დამატებულ დროში უკვე ნეიმარმა გამოიჩინა თავი. საბოლოოდ ბრაზილიამ 2:0 მოიგო, მაგრამ ეს არ არის ის თამაში რასაც მაყურებელი ბრაზილიისგან ელის.