გიორგი ქადაგიძე – “მათთვის, ვინც არ იცის, ვის უგულშემატკივროს დარჩენილი 16 გუნდიდან…”

გიორგი ქადაგიძე - "მათთვის, ვინც არ იცის, ვის უგულშემატკივროს დარჩენილი 16 გუნდიდან...”ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად კი ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ეხმაურება და შემდეგ ეტაპზე გასული 16 ეროვნული ნაკრების და მათი ქვეყნების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ქადაგიძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ვის უგულშემატკივროს.

“მათთვის ვინც არ იცის ვის უგულშემატკივროს დარჩენილი 16 გუნდიდან:

1. ურუგვაი – მოსახლეობით ყველაზე მცირე (3,3 მილიონი)

2. იაპონია – ყველაზე ბებერი (მოსახლეობის საშუალო ასაკი 47 წელი)

3. არგენტინა – ბიზნესის კეთების სიმარტივით 117-ე (უსწრებს მხოლოდ ბრაზილიას 125).

4. ბრაზილია – ყველაზე დიდი მოსახლეობით (207 მილიონი)

5. მექსიკა – ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობით (28 წელი) და ყველაზე კორუმპირებული რუსეთთან ერთად (135 ადგილი მსოფლიოში)

6. ბელგია – ყველაზე მცირე ტერიტორიით (საქართველოს ნახევარი)

7. კოლუმბია – ყველაზე ღარიბი ($14,500 ერთ სულ მოსახლეზე)

8. შვეიცარია – ყველაზე მდიდარი ($61,400 ერთ სულ მოსახლეზე)

9. დანია – ყველაზე არაკორუმპირებული (მე-2 მსოფლიოში) და მე-3 ბიზნესის კეთების სიმარტივით

10. რუსეთი – ყველაზე დიდი ტერიტორიით და ალკოჰოლის მოხმარებით (15 ლიტრი)

11. შვედეთი – ყველაზე დიდი საგარეო დახმარების გამცემი ( 1 მსოფლიოში დახმარება/მშპ-თან)

12. ინგლისი – ყველაზე მეტი ნობელის ლაურეტი (2 მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ)

13. პორტუგალია – კრისტიანუ რონალდო

14. ხორვატია – ნაკრების არც ერთი წევრი არ თამაშობს ხორვატიაში (მგონი)

15. საფრანგეთი – ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო თანხის მიხედვით (1,08 მილიარდი ევრო)

16. ესპანეთი – მეორე, ჯამური სატრანსფერო თანხის მიხედვით (1,04 მილიარდი ევრო)

პ.ს. დაწერეთ არჩევანი დარჩეს სტატისტიკას”- წერს გიორგი ქადაგიძე.