გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვნენ

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვნენგორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბაქოსკენ მიმავალ გზაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვნენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე ბაქოში მიდიოდნენ.

ავტობუსში 20-მდე ბავშვი და 10-მდე მშობელი იმყოფებოდა, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.