“დავით სალარიძეს მარჯვნიდან და უკნიდან გიორგი მენაბდე ურტყამდა, მის მარცხნივ კი მირზა სუბელიანის ნათესავი, მიხეილ კალანდია იყო” – ხორავაზე მკვლელობის ახალი დეტალები

"დავით სალარიძეს მარჯვნიდან და უკნიდან გიორგი მენაბდე ურტყამდა, მის მარცხნივ კი მირზა სუბელიანის ნათესავი, მიხეილ კალანდია იყო" - ხორავაზე მკვლელობის ახალი დეტალებიმასშტაბურმა აქციებმა რუსთაველის გამზირზე პერმანენტული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის ორ ბრალდებულს შორის არ აღმოჩნდა არცერთი, ვინც დავით სარალიძე მოკლა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი ჩვენებით ირკვევა, რომ ჩხუბში მათ გარდა, მინიმუმ, ორი ახალგაზრდა მონაწილეობა.

მისი თქმით, მან დაინახა, რომ დავით სარალიძე სხვა ბრალდებულს სცემდა, მაგრამ სალარიძეს მარჯვნიდან და უკნიდან გიორგი მენაბდე ურტყამდა, რომელსაც ხელში ვერცხლისფერი საგანი ეჭირა, მოკლული სარალიძის მარცხნივ კი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ნათესავი – მიხეილ კალანდია იყო.

გაირკვა, რომ გიორგი მენაბდე სასულიერო პირის, შიო მენაბდის შვილია. ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, გიორგი მენაბდე დავით სარალიძეს რაღაც საგანს ურტყამდა. მისი ადვოკატის თქმით, მენაბდემ პროკურატურას ოთხჯერ მისცა ჩვენება, თუმცა განაჩენის გამოცხადების შემდეგ შსს-ში განახლებული ძიების ფარგლებში არ დაუკითავხთ.

ლევან დადუნაშვილს 2 ჭრილობა ჰქონდა, 1 სასიკვდილო, დავით სარალიძეს 12 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის რამდენიმე სასიკვდილო.

მოკლული დავით სარალიძის მამა გამოძიებას, თავდაპირველად, ნდობას უცხადებდა, თუმცა მოგვიანებით ეჭვი გაჩნდა, რომ შესაძლოა, დამნაშავე იმაზე მეტი ყოფილიყო, ვიდრე სამართალდამცველები ამბობდნენ.

გაირკვევა, რომ ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამა მირზა სუბელიანი იყო, რომელიც მომხდარიდან მეოთხე დღეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლდა.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე ამბობდა, რომ საქმეში ორზე მეტი იარაღი არ ფიგურირებდა.

ზაზა სარალიძეს ეჭვები, რომ გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობდა, თანდათან გაუღრმავდა.

17 თებერვალს გამოქვეყნდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც საქმის მოწმე რამდენიმე მოზარდი ყვებოდა, რომ ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოზარდის ბაბუა მათ სოლიდურ თანხას სთავაზობდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ბაბუა ყოფილი დეპუტატი, ბორის კაკუბავა იყო. სისხლიან გარჩევაში მისი ორი შვილიშვილი მონაწილეობდა – მიხეილ კალანდია და მირზა სუბელიანის შვილი.

მიხეილ კალანდიამ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ადვოკატებს ვარაუდით, მან ჩვენებებს ბიძა, მირზა სუბელიანი აცვლევინებდა.

ზაზა სარალიძემ სამქეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართო. მაია ნიკოლეიშვილის დასკვნით, სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები გამოძიების მიერ ამოღებული ორი დანის გარდა, სხვა საგნითაც ჰქონდა მიყენებული.

რუსთავი 2